16 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის თბილისის დელეგატები წარადგინა.

პრემიერის განცხადებით, ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე.

მისივე თქმით, პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქსა და რეგიონს.

"მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება "ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე და თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ პარტიას. ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში ოცდაათ დეპუტატს.

შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს.

ჩვენ დღეს გვაქვს 60%-იანი რეიტინგი და ჩვენი ამბიციაა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. წაგებაზე იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც უკვე 8 არჩევნები წააგეს და მეცხრეშიც აუცილებლად დამარცხებიან.

როდესაც კვლევები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ტარდება, ის რაიმე არსებითი ცვლილების შეტანა შეუძლებელია. ეს კვლევები არჩევნებს საზოგადოების მყარ განწყობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ცდომილება მაქსიმუმ შეიძლება იყოს 5%-ის ფარგლებში. რეიტინგი არის მყარი, 60%-იან რეიტინგს განაპირობებს ძირითადად ორი ფაქტორი, ერთი არის ის, რომ ჩვენ უკიდურესი სირთულეების მიუხედავად შევძელით მშვიდობის შენარჩუნება და მეორე არის ის, რომ ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და რეგიონში ეკონომიკური ზრდით. წინა 3 წლის განმავლობაში, საშუალო მაჩვენებელი იყო 9,7%. ამის მსგავსი ზრდა არცერთ ქვეყანას არ ჰქონია - არც რეგიონში და არც ევროპაში. მიმდინარე წელსაც, ჩვენ 9%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები