16 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
პარტია "ლელოში" საპენსიო სესხების გაუქმების შესახებ ბრიფინგი გაიმართა

პარტია "ლელოში" საპენსიო სესხების გაუქმების შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ქეთი თურაზაშვილი ამბობს, რომ მათ სასამართლოს თებერვალში საპენსიო სესხების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა სასამართლოში პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

თურაზაშვილი ასევე საუბრობს 1000 ლარიან პენსიაზე, რომელიც პარტიის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა.

"13 თებერვალს, სასამართლოს მივმართეთ სარჩელით საპენსიო ოვერდრაფტის გაუქმების მოთხოვნით. დღემდე პროცესი ჩანიშნული არ არის, რომელიც ჩვენი პენსიონერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 800 000-მდე პენსიონერი გვყავს საქართველოში და აქედან 400 000 პენსიონერს მოტყუებით მიცემული სესხები აქვთ. პენსიონერებს სჭირდებათ არამარტო ამ სასიცოცხლო ვალისგან დახსნა, არამედ სჭირდებათ ღირსეული ცხოვრების პირობები, 1000 ლარიანი პენსია, რომელიც აბსოლუტურად შესაძლებელია და ჩვენ, "ძლიერი საქართველო" ერთად დგომით და შრომით ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

დღის ამბები