16 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ბევრს ლაპარაკობენ, რადგან ეს არის სიზმარი, რომელსაც ყოველ ღამით ხედავენ" - ოპოზიცია "ოცნების" გზავნილებს აფასებს

ოპოზიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო გზავნილებს აკრიტიკებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას სტრატეგია არ აქვს და მისი წინასაარჩევნო გზავნილები საქართველოს მოქალაქეს არ მიემართება.

"სტრატეგია მათ არ გააჩნიათ. არცერთი დაპირება, მომავალზე ორიენტირებული არცერთი გზავნილი, საქართველოს მოქალაქე - ქართველი ადამიანი საერთოდ გამქრალია მათი დღის წესრიგიდან, მათი გზავნილებიდან, რიტორიკიდან. არანაირი მათემატიკითა და სქემით "ქართული ოცნება" არათუ კონსტიტუციურ უმრავლესობას, არამედ უმრავლესობასაც ვერ აიღებს," - სერგო ჩიხლაძე.

"მოქალაქეების" ლიდერი კი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება "ქართული ოცნების" ოცნებაა, რომელსაც რეალობაში ვერ განახორციელებს.

"საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ბევრს ლაპარაკობენ, რადგან ეს არის სიზმარი, რომელსაც ყოველ ღამით ხედავენ და იციან, რომ ეს უბრალოდ სიზმრად დარჩება და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს. იმდენად გაკოტრებულები არიან, პირდაპირ გვეუბნებიან, დაგიჭერთ სუყველასო და არ ვიცი, ჭკუათმყოფელმა ადამიანმა ასეთ პოლიტიკურ ძალას, ამ წინასაარჩევნო კამპანიის და პირდაპირი მუქარის მერე ხმა რატომ უნდა მისცეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები