16 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე გიგი უგულავას: შენ და მიშა რაზეც სასჯელს იხდიდით და იხდით, ზღვაში წვეთია იმასთან, რაც წინ გელოდებათ - სამუდამო პატიმრობით გასამართლდები

გიგი, შენ და მიშა რაზეც სასჯელს იხდიდით და იხდით, ზღვაში წვეთია იმასთან, რაც წინ გელოდებათ. ბიუჯეტიდან 50 მილიონის მოპარვა სერენადად მოგეჩვენება, ქართველი ხალხის წინაშე რომ გასამართლდები სამშობლოს ღალატის, ქართული მიწების დაკარგვის, 400-მდე ადამიანის მკვლელობის და 30 000 ადამიანის დევნილად ქცევის გამო, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას - "სამჯერ ვიჯექი ციხეში, მიხეილ სააკაშვილი დღემდე პატიმრობაშია და მეტი რა უნდა ქნან, ტყავი უნდა გაგვაძრონ?!".

ქადაგიძის თქმით, გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილს სამუდამო პატიმრობა ელოდებათ.

"გიგი უგულავას უთქვამს, მეტი რაღას გაგვასამართლებენ, მეც ვიჯექი ციხეში და მიშაც ციხეში ზისო. ჰოდა, თავის დამშვიდების ამ პროცესში მინდა გავაწბილო ესეც და მისი მეგობარ/პატრონებიც.

გიგი, შენ და მიშა რაზეც სასჯელს იხდიდით და იხდით, ზღვაში წვეთია იმასთან, რაც წინ გელოდებათ. ბიუჯეტიდან 50 მილიონის მოპარვა სერენადად მოგეჩვენება, ქართველი ხალხის წინაშე რომ გასამართლდები სამშობლოს ღალატის, ქართული მიწების დაკარგვის, 400-მდე ადამიანის მკვლელობისა და 30 000 ადამიანის დევნილად ქცევის გამო.

ორი და სამი წელი კი არა, სამუდამო პატიმრობა გელოდება წინ შენც და შენი კრიმინალური ბანდის წევრებსაც, მათ შორის - სააკაშვილსაც. თუ გგონიათ, რომ რამდენიმე წელი მოიხდით სასჯელს და ამით დაიძვრენთ თავს ქვეყნისა და ხალხის ღალატისგან, მწარედ შემცდარხართ.
ჯერ მხოლოდ ჟურნალი იყო, კინო მალე იქნება და პასუხს აგებთ სამუდამო პატიმრობით!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

დღის ამბები