"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ, პარტიის თბილისის დელეგატები წარადგინა. სია ასე გამოიყურება: დიდუბე - ჩუღურეთი- გიორგი ვოლსკი; მთაწმინდა-კრწანისი - დავით კაჭარავა; ვაკე -ზუკა რურუა; საბურთალო - აკაკი ალადაშვილი; გლდანი - ლადო ბოჟაძე; ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე; ისანი - ნიკა ელისაშვილი; სამგორი - ვარლამ ლიპარტელიანი.
ნაძალადევის დელეგატის ხელაძის განცხადებით, ნაძალადევის რაიონთან მრავალწლიანი კავშირი აქვს და იქაური მაცხოვრებლების პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას ახლა უკვე სხვა რანგიდან გააგრძელებს.
"ეს უცხო ნამდვილად არ არის, არც ნაძალადევთან კავშირია ჩემთვის უცხო. მე აქ ვსაქმიანობ უკვე მრავალი წელია. 5 წელი გახლდით ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ახლა ვარ ნაძალადევის რაიონის მაცხოვრებლების წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარი წევრი. შესაბამისად, სრული ინფორმაცია მაქვს იქ არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე. ამ ხსნის განმავლობაში, ძალიან აქტიურ და მჭიდრო კავშირში ვიყავით მოსახლეობასთან. ძალიან ბევრი პრობლემა მოვაგვარეთ, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება და, ახლა უკვე სხვა რანგში, სხვა პლატფორმიდან მომიწევს პათი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.