"ბიუჯეტის ქურდს, სააკაშვილის ყურმოჭრილ მონას და ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე გარყვნილ და ბინძურ ადამიანს, გიგი უგულავას უთქვამს, მე რაღა უნდა გამასამართლონ, სამჯერ ვიჯექი ციხეშიო. თუ ამის იმედად არიან ნაცმოძრაობის ლიდერები, მძიმედ ყოფილა მათი საქმე", - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის დანაშაულს "ნაცმოძრაობა" თავადვე აღიარებს, კარგად უნდა იცოდნენ, რომ სამშობლოს წინაშე ჩადენილი ომის დანაშაულისთვის მათი ორწლიანი, სამწლიანი, თუნდაც ექვსწლიანი სასჯელი არაფერია.
"ბიუჯეტის ქურდს, სააკაშვილის ყურმოჭრილ მონას და ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე გარყვნილ და ბინძურ ადამიანს, გიგი უგულავას უთქვამს, მე რაღა უნდა გამასამართლონ, სამჯერ ვიჯექი ციხეშიო. თუ ამის იმედად არიან ნაცმოძრაობის ლიდერები, მძიმედ ყოფილა მათი საქმე. ბევრ მათგანს "განათლებულ იურისტად" მოაქვს თავი და კარგად უნდა იცოდნენ, რომ სამშობლოს წინაშე ჩადენილი ომის დანაშაულისთვის მათი ორწლიანი და სამწლიანი, თუნდაც სააკაშვილის ექვსწლიანი პატიმრობა დიდი ვერაფერი შეღავათია. თანაც, ომის დანაშაულს კრიმინალთა ეს ბანდა თავადვე აღიარებს. კერძოდ, ნაცმოძრაობის გასამართლებაზე საუბარი მმართველმა გუნდმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, შემდეგ იყო პოლიტიკური საბჭოს განცხადება, შემდეგ საპატიო თავმჯდომარემ კიდევ უფრო მეტი სიცხადე შეიტანა გუნდის პოზიციაში.
ამ პერიოდში არც ერთ ადამიანს, სააკაშვილთ დაწყებული, მისი კრიმინალური ბანდით გაგრძელებული აზრადაც კი არ მოსვლიათ სიტყვიერად მაინც ეთქვათ, რომ მათ 2008 წელს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. უფრო მეტიც, აპელირებენ რომ თითქოს პარტიების აკრძალვას აპირებს "ქართული ოცნება", არადა საუბარია კონკრეტულ, სამშობლოს წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, რომელსაც ვერავინ უარყოფს, ვერავინ ბედავს თქვას, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეს. ეს კიდევ ერთი სამტკიცია იმისა, რომ 2008 წელს ამ კრიმინალურმა ბანდამ ქართველი ხალხის და საქართველოს წინაშე უპატიებელი, უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა.
ამიტომ, სულ ტყუილად აქვთ იმედი, თავს დაიძვრენენ ციხეში გატარებული რამდენიმე თვით. უფრო მეტიც, მათივე აღიარებული დანაშაულის სიმძიმისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ამ ხალხს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ და ამ ვერდიქტს ითხოვს ქართველი ხალხი. ამ ვერდიქტს მოითხოვს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს, როდესაც კიდევ ერთხელ მისცემს "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციას და შემდეგ ყურადღებით დააკვირდება, როგორ აღასრულებს ხელისუფლება მის უზენაეს დაკვეთას", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.