16 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
"დეზინფორმაცია დაუშვებელია, მავნეა და საზოგადოებრივი განწყობის მოსაწამლად გამოიყენება... პატიმარს, რომელმაც სამწუხაროდ თავი დაიზიანა, ვუსურვებთ ჯანმრთელობას" - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე სოციალურ ქსელში წერს.  საუბარია ტელეკომპანია "მთავარის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარს სცემენ.

როგორც იუსტიციის მინისტრი წერს, პატიმარმა თავი დაიზიანა და ამის შესახებ ინფორმაცია მალევე გაავრცელეს.

"დეზინფორმაცია დაუშვებელია, მავნეა და საზოგადოებრივი განწყობის მოსაწამლად გამოიყენება.
სამწუხაროა, რომ ასეთი სათაურები მიზანმიმართულად გამოიყენება ერთ-ერთი არხის მიერ იმისთვის რომ საზოგადოება შეგნებულად შეიყვანონ შეცდომაში და დააჯერონ მოსახლეობა, რომ ციხეში პატიმრებს სცემენ.( იხ. სურათი N 1)

საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით გავავრცელეთ რეალური ინფორმაცია სამწუხარო ფაქტის შესახებ.(იხ. სურათი N 2)
პატიმარს, რომელმაც სამწუხაროდ თავი დაიზიანა, ვუსურვებთ ჯანმრთელობას.

მოვუწოდებთ ყველას, არ გამოიყენონ ადამიანის ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

P.s წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში 2012 წელს ჩაბარდა წარსულს საქართველოზე მოძალადეებთან ერთად," - წერს რატი ბრეგაძე.

May be an image of text

 

May be an image of text

დღის ამბები