16 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
პარტიების რეგისტრაცია გააუქმა უკრაინის ხელისუფლებამ, მოლდოვამ, ასე რომ, ეს არის ნაწილი სამართლებრივი პროცესისა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია ის, რომ პარტია, რომელმაც სისტემური დანაშაული ჩაიდინა, სამართლებრივი მექანიზმებით გასამართლდეს.

მისივე თქმით, გარკვეული პარტიების რეგისტრაცია უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლებებმაც გააუქმეს.

"დავაანონსეთ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და ეს არის სწორედ სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი, როცა სამართლებრივი მექანიზმებით არის შესაძლებელი, რომ პარტია, რომელმაც საქართველოში ჩაიდინა სისტემური დანაშაულები [გასამართლდეს]. შეგახსენებთ, ოჩიგავას საქმე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ერთი წლის წინ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, სადაც პირდაპირ თქვა სტრასბურგის სასამართლომ, რომ საქართველოს ციხეებში იყო შექმნილი წამების სისტემა.

სხვათა შორის, პარტიების რეგისტრაცია გააუქმა უკრაინის ხელისუფლებამ, მოლდოვამ, - ასე რომ, ეს არის ნაწილი სამართლებრივი პროცესისა. ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო, ღია პროცესზე სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები