საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ წარსულზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველ ხალხს "ამ სენის სამუდამოდ მოცილება სურს".
მისი თქმით, "ქართული ოცნებისა" და ქართველი ხალხის წინაშე არსებული გამოწვევებიდან ერთ-ერთი არის მუდმივი შიში იმისა, რომ ეს "სისხლიანი, რევანშისტული ზრახვებით გამსჭვალული ძალა" კვლავ დაბრუნდება ხელისუფლებაში.
"გამოწვევები, რომელიც დგას "ქართული ოცნებისა" და ქართველი ხალხის წინაშე, გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" უწყვეტი მავნებლური და მოღალატეობრივი მოღვაწეობა ქართულ პოლიტიკაში, მუდმივ შიშში ყოფნა იმისა, რომ ეს სისხლიანი, რევანშისტული ზრახვებით გამსჭვალული ძალა დაბრუნდება და კვლავ დაატრიალებს სისხლის კალოებს, კვლავ ჩაყრის ხალხს ციხეში და კვლავ გაიმეტებს ამ ერს, რომელსაც ის ავადმყოფს ეძახის. ვიხდი ბოდიშს, რომ ამის გამეორება მიწევს ქართველი ხალხის წინაშე. ამ ერს სურს, რომ ეს სენი სამუდამოდ მოიცილოს," - აცხადებს ბექა ოდიშარია.