ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებს.
ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ დაფინანსებები გამჭვირვალეა და ამის ნახვა შესაბამის უწყებებს უპრობლემოდ შეუძლიათ.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ყველა გადმორიცხული თანხა სისტემაში ჩანს.
"ნებისმიერი დაფინანსების წყარო არის გამჭვირვალე და 1 ცენტიც ვერ გადმოგერიცხებათ ისე რომ ეს სისტემაში არ ჩანდეს. ეს საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ამის ნახვა ყველას შეუძლია, მით უმეტეს შესაბამის სტრუქტურებს," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლაშა ბაქრაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" დაფინანსებაზე საუბარი უფრო საინტერესოა.
"ვფიქრობ, რომ საკმაოზე მეტად არის გამჭვირვალე დაფინანსება და ვფიქრობ, რომ თუ ამაზე ვსაუბრობთ, საინტერესო იქნება "ქართული ოცნების" დაფინანსებაზე ვისაუბროთ,"- აცხადებს ბაქრაძე.