16 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
სახეზეა თაღლითობის სავარაუდო ფაქტი, თაღლითი "ლელოს" ხაზარაძე-ჯაფარიძეც რაღაც მსგავსი პრინციპით იკრებს საზოგადოებას მის გარშემო - დავით მათიკაშვილი

ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებს. მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები კი შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა მაგალითად დაასახელა დანიური დაფინანსებით რეგიონებში გამართული "დემოკრატიული ფესტივალი" რომელიც, მისი თქმით, ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ძალები "ენჯეო" სექტორს პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებენ. 

"პოლიტიკური ძალები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიციის მხარე, იყენებენ ენჯეო სექტორს და ახდენენ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის უკანონო და არალეგალურ დაფინანსებას, რაც ჩვენი კანონმდებლობით არის აკრძალული.

"ლელოსთან" დაკავშირებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, იყენებენ საქართველოს ფარგლებს გარედან შემოდინებულ სახსრებს. ისინი ახორციელებენ პოლიტიკური პროცესის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, რომელიც იყო გაცხადებული და საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს იყო აკრძალული.

სახეზეა თაღლითობის სავარაუდო ფაქტი, თაღლითი "ლელოს" ხაზარაძე ჯაფარიძეც რაღაც მსგავსი პრინციპით იკრებს საზოგადოებას მის გარშემო,"- აცხადებს მათიკაშვილი.  

დღის ამბები