16 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
გია აბაშიძე: საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, "კი ევროპა - სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "ძლიერი საქართველო", "ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის", ელენე ხოშტარია, "ახალი ერთობა გვარამია-მელია" დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.

აბაშიძის თქმით, საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან ე.წ. არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია, რადგან .წ. NGO-ები ასევე "ნაცსტრუქტურები" არიან და მათ უცხოელ დონორებსაც მოუწევთ კანონის დაცვა.

"ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაზე - საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან ე.წ. არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია, რადგან ე.წ. NGO-ები ასევე "ნაცსტრუქტურები" არიან და მათ უცხოელ დონორებსაც მოუწევთ კანონის დაცვა! ეს არც "რუსული" სტილია და არც "ავტორიტარული" - ანგარიშვალდებულება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. აღნიშნულმა აქტორებმა ეს კარგად იციან, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს "შავი ფული" აფინანსებს და არა კეთილსინდისიერი შემოწირულობები, მაგრამ ანტიქართულ საქმიანობაში ყველას კანონით გათვალისწინებული კრახი ელოდება" - წერს გია აბაშიძე.

დღის ამბები