აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარაგვაის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეფერინო ვალდეს პერალტას შეხვდა.
თორნიკე რიჟვაძემ პარაგვაის ელჩს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. ასევე, ხაზი გაუსვა ელჩის აჭარაში პირველი ვიზიტის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და პარაგვაის მნიშვნელოვანი რეგიონული და სატრანზიტო როლი აკისრია, აქედან გამომდინარე, სასურველია თანამშრომლობის განვითარება ვაჭრობის, ბიზნესის, ტურიზმის და განათლების კუთხით.