14 სექტემბერი 2024,   07:19
ვრცლად
რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს - დიმიტრი ხუნდაძე

"რადიკალები უძლურები აღმოჩნდნენ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როცა შეეცადნენ მისთვის რუსულის დარქმევასა და კანონპროექტის განხილვის შეჩერებას", - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს.

"რადიკალები შემდეგ უკვე ითხოვდნენ, რომ არჩევნების მერე განხილულიყო ეს კანონი, რითაც ცდილობდნენ გარე დაფინანსების ინტერესები გაეტარებინათ.

ისინი სწორედ იმაზე დაფუძნებულები არიან, რაც იკრძალება და სწორედ ეს არ სურდათ სცოდნოდა ქართულ საზოგადოებას, რომ გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას. ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები