21 დეკემბერი 2024,   22:58
ვრცლად
პრემიერის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიცია" რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირებას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიცია" რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირებას გეგმავს. მისივე თქმით, საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ყოველგვარი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე, რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ყოველგვარი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები