03 ოქტომბერი 2024,   19:32
ვრცლად
ექსპერტიზის დასკვნა ბაღში ბავშვის დაშავების ფაქტზე

"4 წლის გაბრიელს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული", - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაშია ნათქვამი. “დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის“ დასკვნა ჟურნალისტებს დღეს, 29 სექტემბერს მოზარდის მშობლებმა გააცნეს. დასკვნის მიხედვით მრავლობითი ჭრილობა ბავშვს საფეთქლის არეში აქვს მიყენებული. მშობლების თქმით, ბავშვი საბავშვო ბაღში 26 სექტემბერს დაშავდა.

“სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორი სისხლნაჟთღენთის და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე,” – ნათქვამია “დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის” დასკვნაში.

მშობლები კონკრეტულად არავის ადანაშაულებენ, თუმცა მათი აზრით, ადგილი ჰქონდა ბაღის ადმინისტრაციის გულგრილ დამოკიდებულებას. საბავშვო ბაღის პედაგოგები მშობლების ბრალდებებს უარყოფენ.  

მშობლების ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე.  

დაზარალებული ბავშვის მშობლებმა საპატრულო შემთხვევისთანავე გამოიძახეს, თუმცა პოლიციამ პირველ გამოძახებაზე შემთხვევა მნიშვნელოვნად არ მიიჩნია და გამოძიება არ დაუწყია. შს სამინისტრო საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელძღვანელმა ანა აბაშიძემ შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

დღეს ბავშვის მდგომარეობა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც შეისწავლა. მათი დასკვნა 30 დღის ვადაში გახდება ცნობილი.

დღის ამბები