19 სექტემბერი 2024,   08:53
ვრცლად
დღეს 12:00 საათიდან 19 საათის განმავლობაში გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

დღეს 12:00 საათიდან, 18 სექტემბრის დილის 07:00-მდე გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება - განცხადებას GWP ავრცელებს.

"დღეს, 17 სექტემბერს, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური მილი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

ამ დროისთვის ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ.

დაზიანების სირთულიდან გამომდინარე ტექნიკური სამუშაოები 17 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 17 სექტემბერს, დღის 12:00 საათიდან 18 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ხიზაბავრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ბოჭორიშვილის, მარსელის, ჯანჯღავას, ჩიქვანაიას ქუჩებს, ჩიხებს და შესახვევებს, ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს.

სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დემეტრე თავდადებულის, ხევძმარის ქუჩა N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის და გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს; გაზის, ავჭალა 2-ის და ცენტოლიტის დასახლებებს;

ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს, ჩიხებს და შესახვევებს;

მუხიანის I და II მიკრორაიონებს, III მიკრორაიონის N17-22 კორპუსებს, IV ა მიკრორაიონის N1-7 კორპუსებს, მარესლის, გობრონიძის ქუჩას და ჩიხებს; ზღვის უბნის III მიკრორაიონის კვარტლებს (გარდა მე-3 მ/რ-ს 1-ლი კვარტლის 1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა).

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge," - აღნიშნულია GWP-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები