19 სექტემბერი 2024,   21:39
ვრცლად
"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი აფრიკის დასახლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი აფრიკის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა, მოსახლეობასთან ერთად, განიხილა რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრაზე მყოფმა აფრიკის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის, "ბასკის" მწვრთნელმა დასვა კითხვა დასახლებაში, 131-ე საჯარო სკოლასთან დაგეგმილი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, რაზეც შეხვედრაზე მყოფმა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ უპასუხა, რომ, მმართველი გუნდის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების ფონზე, გაგრძელდება ყველა დაგეგმილი პროექტის განხორციელება, მათ შორის - აღნიშნული სტადიონისა და 94-ე საჯარო სკოლასთან დაწყებული რაგბის სტადიონის მშენებლობა, რის შემდეგაც აფრიკის დასახლების ბავშვთა საფეხბურთო და რაგბის გუნდებს შესაბამის სპორტულ სივრცეში ვარჯიშის საშუალება მიეცემათ.

შეხვედრას, ვარლამ ლიპარტელიანთან და კახა სამხარაძესთან ერთად, ასევე ესწრებოდა პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი.

დღის ამბები