19 სექტემბერი 2024,   21:33
ვრცლად
აფეთქებების მორიგი სერია ლიბანში - კიდევ ერთი ინციდენტი პეიჯერების აფეთქებისას დაღუპულთა დაკრძალვისას მოხდა

უსადენო საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მეორე სერია ლიბანში - მორიგი ინციდენტი იმ 12 ადამიანის დაკრძალვის დროს მოხდა, რომლებიც, მანამდე, "ჰეზბოლას" წევრების პეიჯერების აფეთქებისას დაიღუპნენ.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 20-ს გადააჭარბა; დაჭრილია კიდევ 450-ზე მეტი ადამიანი. "ჰეზბოლა" თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს - ამტკიცებს, რომ თავდასხმების უკან მოსადი დგას.

ლიბანში არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი "ომის დასაწყისის" მაუწყებელი იყოს. თელ-ავივს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

პარალელურად, ისრაელმა ახლო აღმოსავლეთში ომის ახალი ფაზა დაწყებულად გამოაცხადა. იოავ გალანტის თქმით, ახალი ეტაპის აქცენტი ჩრდილოეთ სასაზღვრო ზონაში გადადის, სადაც მეტი ჯარი და რესურსი იქნება.

დღის ამბები