19 სექტემბერი 2024,   08:53
ვრცლად
დიდი ხანია ვამბობდით, რომ შეურიგებლებსაც აიძულებდნენ ერთად დასხდომას, რათა რამენაირად ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახონ და ე.წ. მესამე ცენტრის იმიტაცია შექმნან - ირაკლი ქადაგიძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

ათონელის რეზიდენციაში გახარია-ხაზარაძის სავარაუდო შეხვედრა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა შეაფასა და აღნიშნა, რომ "შეურიგებლებსაც აიძულებდნენ ერთად დასხდომას, რათა რამენაირად ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახონ და ე.წ. მესამე ცენტრის იმიტაცია შექმნან".

მისი განმარტებით, ეს არის მცდელობა, ხალხს შეასაღონ, რომ ისინი არიან ახალი მიზიდულობის ძალა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ.

"დიდი ხანია ვამბობდით, რომ შეურიგებლებსაც აიძულებდნენ, ერთად დასხდომას, რათა რამენაირად ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახონ და ე.წ. მესამე ცენტრის იმიტაცია შექმნან. ეს არის გარე დაკვეთა და სწორედ გარე დაკვეთით ხდება მათი იძულება, რადგან არც ერთ ამ პოლიტიკურ ძალას თავისი დამოუკიდებელი მოქმედების ისტორია და უნარი არ აქვს. ეს არის მცდელობა, ხალხს შეასაღონ, რომ ისინი არიან ახალი მიზიდულობის ძალა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები