19 სექტემბერი 2024,   09:09
ვრცლად
ეს არის ამის შინაარსი, რამენაირად ქვეყნის ინსტიტუციური მდგრადობა შეარყიონ, რომ რევოლუციას გაუხსნან გზა - ირაკლი ქადაგიშვილი სანქციებზე

შტატების მხრიდან საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქისთვის, მათ შორის, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას მმართველი გუნდი ქართველ ხალხზე ზეგავლენის მოხდენისა და არჩევნებში ჩარევის მცდელობად აფასებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეს არის გზავნილი, რათა არჩევნების წაგების შემდეგ, ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის გზა გაუთავისუფლონ.

"იმის გამო, რომ აქ ოპოზიციას არავითარი შიდა რესურსი არ გააჩნია არჩევნებში, მთლიანად გარედან ხდება ამ ოპოზიციის მართვა და სულის შთაბერვა.

მუდმივად საგარეო განცხადებებია, ანუ გააკეთებენ განცხადებას, ამ განცხადებაზე მერე ოპოზიცია ისაუბრებს, ჩვენ პასუხის უნდა გავცეთ იმიტომ, რომ შიგნით ოპოზიციას ქოსატყუილების გარდა არაფერი არ გამოსდის.

გარკვეულ სამართალდამცველებს სანქციები ნიშნავს ერთ რამეს - ნუ გეშინიათ, არჩევნებს რომ წააგებთ რევოლუციის მოწყობისათვის ჩვენ, შეძლებისდაგვარად, გზას მოგისუფთავებთ, გავაგრძელებთ წნეხს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სამართალდამცველებზე. ეს არის ამის შინაარსი, რამენაირად ქვეყნის ინსტიტუციური მდგრადობა შეარყიონ, რომ რევოლუციას გაუხსნან გზა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები