"გირჩის" წევრის ჰერმან საბოს განცხადებით, მათთვის ძალიან გასაგებია, რომ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ხელი არ მოაწერა გახარიას შეთავაზებას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისთვის" და "ქართული ოცნებისთვის" კოალიციის შეკვრის წინააღმდეგი იყო.
როგორც საბომ "დღის კურიერის" ეთერში განმარტა, გახარიას შეთავაზება მათემატიკური აბსურდია და თუ ამ მიზეზის გამო ვერ მოხდა მათი ერთობის გაფორმება, მათზე კარგის თქმა შეუძლებელია.
"ჩემთვის ძალიან გასაგებია, რომ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ხელი არ მოაწერა გახარიას შეთავაზებას, რომ მოდი, არც "ნაცებს" და არც "ქოცებს" კოალიცია არ შევიკრათო, რადგან ეს მათემატიკურად არალოგიკური განცხადება იქნებოდა. ბატონი გახარია თვითონაც ვერ ხსნის, თუ რა კონფიგურაცია უნდა დაჯდეს ისეთი, რომ არც "ნაცებთან" და არც "ქოცებთან" არ მოუწიოს ურთიერთობა. მათემატიკურ აბსურდს იძახის. თუ რამე ლოგიკა არის, მაშინ თითს მოვკაკვავთ და ვიტყვით, რომ მას სცოდნია სცენარი, როგორ უნდა ჩამოვიშოროთ "ნაცები" და "ქოცები". მაგრამ, ასეთი სცენარი მე ჯერ ვერ წარმოვიდგინე. შესაბამისად ის, რომ ამაზე ხაზარაძემ ხელი არ მოაწერა, ლოგიკურად, გასაგებია და თუ ამის გამო ჩაიშალა ეს გაერთიანება, მაშინ კარგს ვერაფერს ვერ ვიტყვი მონაწილეებზე", - განაცხადა ჰერმან საბომ.