"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება საქართველოსთვის სიახლე იქნება, თუმცა ეს მეთოდი ევროპულ ქვეყნებში აპრობირებულია. კირკიტაძემ თემის შესახებ "დღის კურიერში" ისაუბრა.
მისი თქმით, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება საზოგადოების დაკვეთაა და პოლიტიკური პარტიების ვალია, შეასრულონ ხალხის ნება.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაზეც საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები და ლიდერები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რა განწყობაა ხალში და რა დაკვეთა მოდის მათგან - რა სურს საქართველოს მოქალაქეს.
პარტიები არ უნდა გაექცნენ საქართველოს მოქალაქის დაკვეთას და შეასრულონ ზუსტად ისე, როგორც იქნება გამოხატული ნება ქართველი ხალხის, არჩევნების გზით. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის კოალიციური მთავრობა იქნება სიახლე. ეს სიახლე კარგად აპრობირებულია და გამოცდილია მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში, ევროპული დემოკრატია მუშაობს ასე, პოლიტიკური პარტიები მუშაობენ კოალიციურად, ასე იქნება საქართველოშიც.
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს. ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ვერცერთი პოლიტიკური პლატფორმა ვერ გაექცევა ხალხის დაკვეთას და თუ ვინმე ამას დააპირებს, შემდგომში მასაც, ისევე როგორც "ქართულ ოცნებას", რომელმაც არ შეასრულა ხალხის დაკვეთა, დაემუქრება კრახი და ეს იქნება მთავარი შემაკავებელი ფაქტორი. გარდა ამისა, არსებობს ქარტია, რომლის სულისკვეთებასაც იზიარებენ პოლიტიკოსები, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობაც" და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი გააადვილებს თანამშრომლობს." - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
კირკიტაძემ ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე გაამახვილა, რომლის მიხედვით კოალიციურ მთავრობაში ადამიანები პოლიტიკური ნიშნით უნდა შეირჩნენ და არა პოლიტიკური მრწამსის მიხედვით.
მისი თქმით, პოლიტიკოსებს მოუწევთ ამ საკითხზე შეთანხმება, მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია ოპოზიციაში გადავა.
"საინტერესო მოდელი შემოგვთავაზა მოქმედმა პრეზიდენტმა, ახლა მთავარია ყველა პროდასავლურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალაუფლების მქონე პრორუსული ხელისუფლება გადავიყვანოთ ოპოზიციაში. შემდგომ, დავიწყოთ იმაზე საუბარი და მოქმედება, რაც უკვე წერია ქარტიაში და რაც აპრობირებულია ევროპულ ქვეყნებში. მნიშვნელოვანი და ამომავალი უნდა იყოს ქართველი ხალხის დაკვეთა და მათი დაკვეთა როგორიც იქნება, ისე უნდა გაგრძელდეს შემდგომი მოღვაწეობა. კოალიციური მთავრობა არის ძალიან საინტერესო იდეა, რომ იყოს პროფესიონალებით დაკომპლექტებული და არა პოლიტიკური ნიშნით, მთავრობისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყანაში, ჩატარდეს თანაბარი და თავისუფალი არჩევნები", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.