24 სექტემბერი 2024,   19:21
ვრცლად
დაუჭერს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მხარს ოპოზიციის საერთო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას - დავით კირკიტაძის პასუხი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთელი რიგი პრეტენზიები გვაქვს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან, ჩვენ ვაფასებთ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე, "დღის კურიერში", პრეზიდენტის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს.

საუბარია კითხვაზე, დაუჭერს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას? უფრო კონკრეტულად, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი.  

"ამასთან დაკავშირებით, პოზიცია ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს არ გამოუხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთელი რიგი პრეტენზიები გვაქვს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან, ჩვენ ვაფასებთ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ეხმარება ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის პროდასავლურ სვლას. ამას ვაფასებთ, თუმცა ჩვენ მთელი რიგი პრეტენზიები გვაქვს მასთან და საზოგადოებამ იცის ამის შესახებ. ჩვენ არ ვუყურებთ ამას პოლიტიკური პრიზმიდან და ჩვენი პოლიტიკური პარტიის ჭრილიდან, ჩვენ ვუყურებთ ამას როგორც ისტორიულ შანსს, რომელიც მოეცა ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხს, რომ ჩვენ გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის და მივიღოთ მთელი რიგი ის სიკეთეები, რომელიც აქვთ ევროკავშირის მოქალაქეებს," - აცხადებს დავით კირკიტაძე.

 

დღის ამბები