პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციაში ათასობით ლარი იხარჯება.
კვირცხალიამ გადაცემა "დღის კურიერში" აქცენტი ჰელსინკის კომისიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დირექტორის, ეკა გიგაურის გამოსვლაზე გააკეთა. მისი თქმით, გიგაური ქვეყანას პირდაპირ ეთერში ღალატობდა.
"კარგად გვახსოვს ვინ იყო ჰელსინკის კომისიაზე ჩვენი მხრიდან წარმომადგენელი - წარმოდგენილი იყო ქალბატონი გიგაური. ღია ეთერში, ცრუ დასმენებით ღალატობდა ქვეყანას. ადამიანი პოლიტიკური მოწოდებებით და "ქართული ოცნების" დისკრედიტაციით არის დაკავებული. მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ლაგაზიძის, სადაც 100 000 ლარზე მეტია დახარჯული დეზინფორმაციისთვის, დესტრუქციული ოპოზიციის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.