16 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
ვხედავთ უპრეცედენტო აქტივობებს საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ემსახურება ერთ მიზანს - უპერსპექტივო ოპოზიციას რამენაირად შესძინონ პერსპექტივა - მაკა ბოჭორიშვილი

ვხედავთ უპრეცედენტო აქტივობებს საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ჩვენი შეფასებით და ლოგიკურადაც, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - უპერსპექტივო ოპოზიციას რამენაირად შესძინონ პერსპექტივა, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უცხოელი პარტნიორების განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ მსგავსი განცხადებები, როგორც წესი, არ კეთდება, რათა ამან რაიმე ფორმით არ მოახდინოს გავლენა წინასაარჩევნო გარემოზე.

"როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში პარტნიორები თავს იკავებენ მსგავსი ქმედებებისგან იმისათვის, რომ მათმა განცხადებებმა რაიმე ფორმით არ მოახდინოს გავლენა წინასაარჩევნო გარემოზე ან არჩევნების შედეგებზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ პირიქით - განსაკუთრებულ აქტიურობას, შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო აქტივობებს საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ჩვენი შეფასებით და ლოგიკურადაც, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - უპერსპექტივო ოპოზიციას რამენაირად შესძინონ პერსპექტივა," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

მმართველი გუნდი საარჩევნო პროცესში გარე ძალების ჩარევაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყნის გარეთ გაკეთებული განცხადებები სულ უფრო მწვავე და ინტენსიურ ხასიათს იღებს. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ როგორც ამ ქმედებების სიხშირე, ისე შერჩეული დრო, ქმნის განცდას, რომ მათი მიზანი ოპოზიციის დღის წესრიგის შექმნაა.

შალვა პაპუაშვილმა უცხოელ პარტნიორებს დღეს "ჩაურევლობის პრინციპზე" დაფუძნებული საერთაშორისო ღირებულებები შეახსენა და მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან რადგან, მისი განმარტებით, ამგვარი ჩარევა გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები