პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალიამ "დღის კურიერის" ეთერში პრეზიდენტის ქარტიის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს თავის მოვალეობა და მინიმუმ, არ უნდა გადიოდეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.
"ნათლად გამოჩნდა და ერთი რა შედეგიც გამოიტანა ამ ყველაფერმა, მოხდა სრული ლუსტრაცია იმ ბინძური პოლიტიკური პროცესის, დესტრუქციულ-ოპოზიციურ ფლანგზე სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, რასაც საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ვაკვირდებით ბოლო ხანებია. ჩვენ დავუანონსეთ კიდეც საზოგადოებას, რომ ასეთი უნიჭო სპექტაკლებს შემოგვთავაზებდა ეს ფლანგი.
რაც შეეხება ქარტიის თემას, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს თავის მოვალეობა და მინიმუმ, არ უნდა გადიოდეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. ჩვენ სასესიო დარბაზში ჩვენი პოლიტიკური აქტით დავაფიქსირეთ, რომ ამას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს რეალურად და ის ყველანაირად გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან. ქარტიის თემის დაწყებით მოხდა ლუსტრაცია, რომ პირველი დავალება იყო ეს, რომ როგორღაც, ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის დანაყოფები, რაღაც დოკუმენტით შეწებებულიყვნენ ერთმანეთთან, რაც ითავა სალომე ზურაბიშვილმა." - აცხადებს ირაკლი კირცხალიამ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ხაზარაძე-გახარიას არშემდგარ ერთობაზეც საუბრობს.
"სალომე ზურაბიშვილი იძახის, რომ დღეს არ არის პოლიტიკური კულტურა. კოლექტიური ნაცმოძრაობის პრეზიდენტი ესაუბრება პოლიტიკურ სპექტრს. როგორ შეიძლება პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური კონიუნქტურა და ა.შ. მოიტანო იმათთან მიმართებაში, ვინც გყავს ქარტიაზე ხელმომწერები." - ამბობს ირაკლი კირცხალია.