16 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მისიის წევრები თბილისში საქართველოს ხელისუფლების მოწვევით იმყოფებიან.

„მათი მთავარი მიზანია გაეცნონ წინასაარჩევნო გარემოს, მოუსმინონ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შემდგომ გააკეთონ შეფასებები.

ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა გამოწვევებს ვაწყდებით ამ პროცესში და რა თქმა უნდა, ვუპასუხეთ იმ კითხვებს, რაც მათ ჰქონდათ არჩევნებთან და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები