16 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
ჩვენ გვესმის ძალიან ბევრი ცრუ ბრალდება წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც არ არის ხოლმე გამყარებული ფაქტებით - მაკა ბოჭორიშვილი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ამ წუთებში სასტუმრო "რედისონში" იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხვდება, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ. მანამდე კი, მათ ოპოზიციის მეორე ნაწილთან შეხვედრა პარლამენტში გამართეს.

განიხილეს წინასაარჩევნო გარემო და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი.

ევროსაბჭოს დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა მმართველმა გუნდმაც. ოპოზიციის შემდეგ, შეხვედრა სწორედ საპარლამენტო უმრავლესობასთან გაიმართა.

"ჩვენ გვესმის ძალიან ბევრი ცრუ ბრალდება წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი განცხადებები, რომელიც არ არის ხოლმე გამყარებული ფაქტებით. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციებიც მიეწოდებათ ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო მისიის წევრებს და ჩვენი შესაძლებლობების და უფლებამოსილების ფარგლებში, თუკი რამე შეგვიძლია რომ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მათ ჩვენი მხრიდან ეს ინფორმაცია მიეწოდებათ. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ სხვადასხვა უწყებებს," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

ეს არის წინასაარჩევნო ვიზიტი, დელეგაციის სრული შემადგენლობა კი 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.

 

 

 

 

 

დღის ამბები