საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე "მომავალ ლიდერთა აკადემიის" სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც ნიკოლოზ სამხარაძემ სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა რეგიონული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.