24 სექტემბერი 2024,   21:22
ვრცლად
მოჭადრაკეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

მოჭადრაკეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. უნგრეთში გამართულ 45-ე ოლიმპიადაზე, ნანა ძაგნიძემ ინდივიდუალურ სახეობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქალთა ნაკრებმა მეექვსე ადგილი დაიკავა, ვაჟები კი მე-19 პოზიციაზე გავიდნენ. 

ბუდაპეშტში მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციის 100 წლის იუბილეც აღინიშნა. დააჯილდოვეს სპორტსმენები და ორგანიზაციები. ყველა დროის საუკეთესო ქალთა გუნდად საქართველოს ნაკრები დასახელდა. სპეციალური პრიზი ნონა გაფრინდაშვილს გადასცეს. 

დღის ამბები