16 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
"ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენა?! აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს" - კახა კალაძე

კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრების განახლებასა და მათ მიერ პრემიერობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. თბილისის მერი მიმდინარე პროცესებს "აბსურდის თეატრს" უწოდებს.

"ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენა?! არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც უნდათ, ის წარმოადგინონ. უბრალოდ, ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა და, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს", – განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები