10 ოქტომბერი 2024,   11:17
ვრცლად
სწორია, რომ ვუერთდებით მარტო სამხედრო და ორმაგი გამოყენების ტვირთების სანქციებს, ამის იქით არც არის პოლიტიკური მოთხოვნა სინამდვილეში ევროკომისიისგან - ჰერმან საბო

რა შედეგები მოჰყვება საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას - სტრასბურგის მოთხოვნაზე მეორე დღეა თბილისში შეფასებები კეთდება.

საქართველოს მიერ რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას სტრასბურგი უკრაინაში მიმდინარე აგრესიის საპასუხოდ ითხოვს. დოკუმენტში წერია, რომ ამ ფორმით საქართველო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიასთან თანხვედრაში მოვა. თუმცა, ტექსტში არაფერია ნათქვამი შესაძლო რისკების დამზღვევ მექანიზმებზე.

ევროპარლამენტარების რიტორიკას იზიარებს ქართული ოპოზიციის ნაწილი.

"სწორად ვშვრებით, რომ ვუერთდებით მარტო სამხედრო და ორმაგი გამოყენების ტვირთების სანქციებს, ამის იქით არც არის პოლიტიკური მოთხოვნა სინამდვილეში ევროკომისიისგან, რომ მეტ სანქციას შევუერთდეთ. "ქართული ოცნება" თუ ისე აყენებს საკითხს - თუ სანქციებს შევუერთდით ეკონომიკური ზრდა გაჩერდება და 10%-ის ნაცვლად გვექნება 1%-2%, იქვე უნდა აღიაროს, რომ ეს 10% ეკონომიკური ზრდა სწორედ რუსეთთან პირდაპირ თუ ირიბად ვაჭრობის შედეგია", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ჰერმან საბო.

დღის ამბები