12 ოქტომბერი 2024,   13:25
ვრცლად
ლორა თორნტონი:"რამდენიმე სამოქალაქო ლიდერმა განმარტა, რომ ქართველები მართებულად იყვნენ შეშფოთებულნი კონფლიქტით, რადგან არ უნახავთ უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან"

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი, 26 ოქტომბერს, საქართველოში დაგემილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოსა და საზოგადოების განწყობების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ლორა თორნტონი ყურადღებას ამახვილებს ომისა და მშვიდობის თემაზე და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს წარმოაჩენს როგორც ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანს.

"მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია, რომელსაც ისინი მთლიანად "კოლექტიურ ნაციონალური მოძრაობად" მოიხსენიებენ, საქართველოს კონფლიქტში ჩაითრევს", - წერია ანგარიშში და აღნიშნავს, რომ ეს ძლიერი გზავნილია, პრაქტიკულად, ყველა გამოკითხულის აზრით.

"რამდენიმე სამოქალაქო ლიდერმა განმარტა, რომ ქართველები მართებულად იყვნენ შეშფოთებულნი კონფლიქტით, რადგან მათ არ უნახავთ უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან", - აღნიშნავს თორნტონი ანგარიშში.

ასევე, საუბარია იმაზე, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ევროკავშირთან შეერთებას "საკუთარი პირობებით", ღირსეულად აპირებენ. ამავე ანგარიშის თანახმად, მმართველი გუნდი მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრები არალიბერალური ქვეყნებიც არიან და საქართველო შეიძლება შეუერთდეს ისეთი ქვეყნების რიგებს, როგორიც უნგრეთია.

"როგორც ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა, არჩევნები არის არჩევანი "ომსა და მშვიდობას", "მონობასა და დამოუკიდებლობას" და "მორალურ დეგრადაციასა და ქრისტიანულ ღირებულებებს შორის", - წერს ლორა თორნტონი ანგარიშში, ამასთან ის ოპოზიციურ პარტიებს აძლევს რეკომენდაციას, საკუთარ საარჩევნო კამპანიაში ჩართონ გზავნილები, რომლებიც "ომის საფრთხის" პრევენციას მოახდენს.

დღის ამბები