12 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
გაბრაზებული არიან "ქართულ ოცნებაზე" მეორე ფრონტის არ გახსნის გამო და ერთ-ერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, უნდათ ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომ კიდევ ერთხელ გაახვიონ ქვეყანა ომში - ირაკლი კობახიძე

"ერთადერთი პრობლემა გამოიკვეთა ამ დასკვნაში, რაც ისედაც ყველამ ვიცით, ეს არის პოლარიზაცია. პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და პოლარიზაცია მედიაში", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ვერ დადგინდა ვერანაირი ხარვეზი.

"ერთადერთი პრობლემა გამოიკვეთა ამ დასკვნაში, რაც ისედაც ყველამ ვიცით, ეს არის პოლარიზაცია. პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და პოლარიზაცია მედიაში. ეს არის ერთადერთი სისტემური პრობლემა, რაც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ პოლარიზაციის დაძლევას ემსახურება ის გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას. გეგმა უკავშირდება "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას.

რაც შეეხება თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადგინდა ვერავითარი არსებითი ხარვეზი. თეორიულად რომ დავუშვათ რადიკალური ოპოზიციის გამარჯვება, პიარულადაც კი არ შეფუთავენ, ერთ კვირაში გააჩაღებენ ომს ამ ქვეყანაში. საპარლამენტო პირველი სხდომიდან ერთ კვირაში გააჩაღებენ ომს, ყოველგვარი პიარული შეფუთვის გარეშე. აქედან გამომდინარე, ეს არჩევანი და ეს სარეფერენდუმო საკითხი არის სრულიად ლეგიტიმური. სინამდვილეში, ეს არის მთავარი საკითხი, მთავარი მიზეზი, რატომაც პატრონები გარედან ცდილობენ, ხელისუფლებაში დააბრუნონ კოლექტიური ნაცმოძრაობა, არის სწორედ ის, რომ ისინი გაბრაზებული არიან "ქართულ ოცნებაზე", გაბრაზებული არიან მეორე ფრონტის არ გახსნის გამო და ერთ-ერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, არის ის, რომ უნდათ ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ ნაცმოძრაობას იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გაახვიონ ქვეყანა ომში," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები