12 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
ყველაფერზე წამსვლელები არიან, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მეიდანი რეალობად იქცეს თბილისში - გია ვოლსკი

საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაცია, მეორე დღეა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანია.

ვინ გეგმავდა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის გივი თარგამაძის მკვლელობას - მსჯავრდებულ ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ 8 წლის წინ, დარჩო ხეჩუაშვილს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი დაუკავშირდა, რომელმაც უკრაინაში მაღალი თანამდებობის სანაცვლოდ, გივი თარგამაძის თვალთვალი სთხოვა, თავის მხრივ, ჭიჭიაშვილმა ეს დავალება მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო, რომელსაც 2016 წლის აგვისტოში უკრაინაში შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ზუსტ მოტივაციას გამოძიება დაადგენს.

"ფაქტია, რომ ეს ადამიანები მართავდნენ ქვეყანას და ყველაფერზე წამსვლელები არიან. უამრავი მაგალითი რომ არ იყოს, რამაც დიდი ჭრილობები და უამრავი ლაქა დატოვა ქვეყანაში, შესაძლოა კიდევ ვინმეს ეჭვი შეპარვოდა.

ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნებისმიერ ადამიანს დააკარგვინებენ სიცოცხლეს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსეულობა მოეწყოს. რა იყო ზუსტი მოტივაცია, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მეიდანი რეალობად იქცეს თბილისში," - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები