ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები 5 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ.
მარში სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მსვლელობებით იწყება. საწყისი ადგილები რესპუბლიკისა და გმირთა მოედნიდნები, ორთაჭალა, მარჯანიშვილის მოედანი და მთაწმინდაა.
საბოლოო შეკრების ადგილი კი თავისუფლების მოედანი. სწორედ თავისუფლების მოედანზე გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც შეკრებილებს სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან სიტყვით მიმართავენ.
მანამდე კი ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ მარში აპოლიტიკურია და დაგეგმილ ღონისძიებას ერთი ორგანიზატორი არ ჰყავს.