16 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
"ადამიანები იკრიბებიან, რომ ყველამ ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანი, ეს არის ევროპული არჩევანი" - მამუკა ხაზარაძე

მარშს სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას", კოალიცია "ძლიერი საქართველო" უერთდება. გაერთიანების ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან, რათა თავიანთი ევროპული არჩევანი დააფიქსირონ.

"ადამიანები, ვისაც უნდა ამ ქვეყნის სიძლიერე, იკრიბებიან, რომ ყველამ ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანი, ეს არის ევროპული არჩევანი, ეს არის ეროვნული არჩევანი.

ყველაფერ გავაკეთებთ იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" მშვიდობიანად გავისტუმროთ, რომელიც ემსახურება რუსულ ხელისუფლებას და მოვიყვანოთ ხელისუფლებაში ახალგაზრდა, სუფთა პოლიტიკოსები, რომლებიც მოემსახურებიან ჩვენი ქვეყნის მომავალს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ქართველი ხალხის ურყევი ნება დასავლეთისკენ სიარულია.

"დღეს არის გენერალური რეპეტიცია, როგორც ჩაკრულოშია - ჩავუხტეთ მუხრან ბატონს. ანუ, დღეს ჩვენ ვაჩვენებთ ქართველი ხალხის ურყევ ნებას, რომ ქვეყანამ იაროს დასავლეთისკენ. აქ უნდა ჩატარდეს რეფორმები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მოუტანს კარგ ცხოვრებას", - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები