21 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
არადიპლომატიური განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა - პრემიერი

"სალომე ზურაბიშვილმა უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის ელჩს, მთლიანად საელჩოს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა არადიპლომატიური განცხადება გააკეთა. მისივე თქმით, კარგია, რომ, საპასუხოდ, პაველ ჰერჩინსკის განცხადებამ უხერხულობა მოხსნა.

"არადიპლომატიური განცხადება გააკეთა რეალურად სალომე ზურაბიშვილმა. რა თქმა უნდა, ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ. ეს არის, ბუნებრივია, ელჩის უფლებამოსილების სფერო და ელჩის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმა უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის ელჩს, მთლიანად საელჩოს და კარგია, რომ ეს უხერხულობა ამ განცხადებით, გარკვეულწილად განეიტრალდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს მის ქარტიას და დოკუმენტით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას. თუმცა ამ განცხადების საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობამ "რუსთავი 2-ს" განსხვავებული შინაარსის წერილი გამოუგზავნა, სადაც განმარტებულია, რომ "ევროკავშირი მიმდინარე არჩევნებში მხარს არ უჭერს არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას, თუმცა მზადაა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ დემოკრატიულ მთავრობასთან."

დღის ამბები