21 ოქტომბერი 2024,   18:58
ვრცლად
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ სალომე ზურაბიშვილს ხალხის გადაგდება

"ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ სალომე ზურაბიშვილს ხალხის გადაგდება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თავად იყო ორგანიზატორი იმ კამპანიის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად წარმოებდა.

"არა მხოლოდ ამომრჩეველი, არამედ, ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი იმ კამპანიის, რომელიც მის დასახმარებლად წარმოებდა. დღეს გამოვიდა, რომ ქართველი ამომრჩეველი სალომე ზურაბიშვილმა ყველა გადააგდო, დაექვემდებარა პატრონაჟს, დავარქვათ ასე და პატრონების დავალებით "ნაცმოძრაობის" მხარდამხარ და კვალდაკვალ მოქმედებს.

ამიტომ, შეიძლება ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს, მაგრამ იმპიჩმენტი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ არ გადავაგდებინოთ ეს ხალხი მას, ერთი და მეორე, მას დაერქვას გადაყენებული და არა ვადაგამოლეული პრეზიდენტი იმისთვის, რომ ეს სიმბოლიზმი აისახოს ქართველი ხალხის პასუხში მისი გააგენტების გამო", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები