21 ოქტომბერი 2024,   19:09
ვრცლად
კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" ერთი კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები, 100 000 გაყავით 6-7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც არის რეალობა - პრემიერი გუშინდელ აქციაზე

"რეალურად, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

პრემიერმა ასევე გუშინ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა, ხალხი კი აქციაზე ვერ დააკავეს.

"რეალურად, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს. თუმცა, საბედნიეროდ, მას არ აქვს არავითარი რესურსი, რომ რაიმე ცვლილებები შეიტანოს არჩევნების შედეგებში. თქვენ ნახეთ, რომ რეალურად, რადიკალურმა ოპოზიციამ - კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" ერთი კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები.

100 000 გაყავით დაახლოებით 6-7-ზე და თქვენ მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც არის რეალობა. ყველაფერი ვნახე. რადიკალური ოპოზიციის პარტიები მანამდე ჭკვიანურად მიყვებოდნენ კამპანიას, ან არ ატარებდნენ ასეთ შეკრებებს ან სკამებს დგამდნენ, რაც იყო სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება. სკამებით 2 500 კაცი შეგიძლია დასვა და წარმოაჩინო ისე, თითქოს იქ არის დაახლოებით 15 000 კაცი შეკრებილი.

თქვენ ნახეთ, მათ შორის, ზუგდიდში იგივე რაოდენობა გვყავდა შეკრებილი 1 რეგიონში, რაც მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ყველა პარტიამ ერთად, თავისი ენჯეოების ჩათვლით შეკრიბა თბილისში. ყველა დარწმუნდებით იმაში, თუ როგორია "ქართული ოცნების" ძალა და როგორია მისი მხარდაჭერა.

ასევე ერთი რამ მინდა აღვნიშნო, გუშინ საგულდაგულოდ გადამალეს ყველა პარტია, ყველა ენჯეო, სცენაზე არც ერთი არ ასულა, არც ერთი სიტყვით გამომსვლელი არ ჰყოლიათ და მაინც ვერ დააკავეს აქციაზე ხალხი.

ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე - სრულიად დისკრედიტირებულია ყველა ოპოზიციური პარტია, ოთხივე რადიკალური ოპოზიციური პარტია საზოგადოების თვალში და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ დღეს, რომ არავითარი შანსი მათ არა აქვთ არა თუ ერთად არჩევნებში გამარჯვების, იმის შანსიც არ აქვთ, რომ რამე ღირსეულ შედეგს მიაღწიონ," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები