21 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
იმის დაბრალება უნდათ, რომ ნახევარი პროცენტისთვის მათ 10 000-მდე ამომრჩეველს ვენდობით და თურმე ვართმევთ პირადობის მოწმობას - მამუკა მდინარაძე 

ამომრჩევლის პირადი მონაცემების შეგროვებაზე ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით ბრალდებები არ წყდება - "ქართული ოცნება" კი ოპონენტებს ისევ მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ იმავე განცხადებებით, არჩევნების გაყალბებაზე აზრის შექმნას ცდილობდნენ 2020 წლის არჩევნების დროსაც, თუმცა როდესაც გამოძიება დაიწყო მტკიცებულება არც ერთ პარტიას არ წარუდგენია.

"წინა წლებში "სკანდალი" რამდენჯერ ვნახეთ ჩვენ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და მერე აღმოჩნდა გიგაურის ფეიკი, მერე ვიღაცის და ვიღაცის ფეიკი, სულ ფეიკები იყო. პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული რაც იყო, ყველა იყო ფეიკი. ახლა ხომ ყველამ ვიცით ეს?!

ახლა დაიწყეს ეს კამპანია, ჩვენ რომ დავიწყეთ მტკიცებულებაზე საუბარი, გამოდო მტკიცებულება ბეჟაშვილმა, აღმოჩნდა ფეიკი და ისე დავდეო. მათი ჟურნალისტები აქტიურად იმეორებენ. პირადობის მოწმობის ჩამორთმევაზე დაიწყეს ლაპარაკი, ამას თვითონ აკეთებდნენ. რომელ ხანაში იცით? შუქურა რომ იყო დემოკრატიის საქართველო, თვითონ აკეთებდნენ, არც "ფეისბუკი" იყო, არც ტელევიზია იყო აქეთ, რომ ვიღაცას რაღაცა ეთქვა ცოტა სერიოზულად და რესურსულად მოეძიებინა ვინმეს რამე, მაშინ ახერხებდნენ.

იმის დაბრალება უნდათ, რომ ნახევარი პროცენტისთვის მათ 10 000-მდე ამომრჩეველს ვენდობით და თურმე ვართმევთ პირადობის მოწმობას და ერთი კაცი არ გამოჩნდება მერე ვინმე, რომელიც ამას იტყვის ან რაღაცას იზამს, წარმოუდგენელი ამბავია. ამას რომ ვიჯერებთ, დიდი ბოდიში, ცუდად არ გამიგოთ, ამაზე რომ სერიოზულად ვლაპარაკობთ - ისიც სირცხვილია. ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, რომ ამაზე სერიოზულად ვილაპარაკო," - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები