21 ოქტომბერი 2024,   16:45
ვრცლად
"ნაცების“ ოთხეულის მარში ჩაატარეს და ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედა სცენაზე ასვლა" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინდელი მარში საქართველოს ისტორიაში პირველი წინასაარჩევნო აქცია იყო, სადაც ვერც ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა.

მის განმარტებით, წინასაარჩევნო აქცია კი ჩაატარეს, მაგრამ საზოგადოებამ არ იცოდა ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი.

"თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი წინასაარჩევნო აქცია საქართველოს ისტორიაში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა. წარმოიდგინეთ, ნაცები ოთხეულის მარში, თუ პრაიდი როგორც სოცქსელების მომხმარებლები უწოდებდნენ, ჩაატარეს და ვერც ერთმა პოლიტიკოსმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა. იყო წინასაარჩევნო აქცია და ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა მოწოდება არ ისმოდა. ყალბი მოწოდებები ევროპის სახელით შეფუთვასთან დაკავშირებით და ამომრჩეველს კითხვა რომ გასჩენოდა, კი ბატონო მინდა ევროპა და მაინც და მაინც ამ ბნელი წარსულისკენ თუა ევროპა, მოვტყუვდი ესეც დავიჯერე, მაგრამ ხმა ვის მივცე?! მთელი დღის განმავლობაში ამაზე პასუხი არ იყო", - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ აქციაზე ხალხის რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა კადრებში სხვადასხვა რაოდენობის ხალხი ჩანს, ოპოზიცია კი სულ სხვა ციფრს ასახელებს, რაც გაუგებარი და უცნაურია.

"რაოდენობასთან დაკავშირებით დღეს მთელი კამპანია აქვთ. ის კადრები რაც გაავრცელეს, მართლა ჩანს, რომ ასეულობით ათასი ადამიანია რუსთაველზე, მთელი რუსთაველი არის გადაჭედილი და რატომ იკლებენ, ათეულობით ათასს რატომ ამბობენ წარმოუდგენელი ამბავია. თავიდან თქვეს 100 ათასი, მერე თქვეს 190 ათასი, კადრებში ნახევარი მილიონი ჩანს. მერე სხვა კადრები ვნახეთ, იქ სულ სხვა რამე ჩანს და დავიბენით, ჩვენც ხალხი ვართ. 20 ათასი, 30 ათასი ჩანს მაქსიმუმ. რა ხდება ვერ გავარკვიეთ ვერავინ და იქნება ჩამოყალიბდნენ და გაგვარკვიოს ვინმემ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები