21 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
კულტურის მინისტრის მოვალეობა პირველ რიგში არის ძველის შენარჩუნება, მოვლა და ახალზე ორიენტირება - კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე

პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა.

თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა. თინათინ რუხაძე 2016 წლიდან დღემდე, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი იყო.

როგორც ახალმა მინისტრმა უწყებაში წარდგენისას აღნიშნა, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერა სჭირდებათ. 

"კულტურის მინისტრის მოვალეობა, პირველ რიგში, არის ძველის შენარჩუნება, მოვლა და ახალზე ორიენტირება. ასევე, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანების მოსმენა და მათი მხარდაჭერა. 

ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება და გამოწვევაა, დარგში არის უამრავი გადასაწყვეტი თემა. განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები და ვფიქრობ, ამ გუნდთან ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ," - აცხადებს თინათინ რუხაძე. 

დღის ამბები