25 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე განახლებული მოედანი გაიხსნა

თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე განახლებული მოედანი გაიხსნა. პროექტისთვის 2 მილიონ 600 ათასზე მეტი დაიხარჯა. მოედნის გახსნას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახლად რეაბილიტირებულ სტადიონზე პირველი მატჩი "თელავსა" და ქუთაისის "ტორპედოს" 19 წლამდელთა გუნდებს შორის გაიმართება.

დღის ამბები