25 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სპორტულ კომპლექსში განთავსდება ფეხბურთის, კალათბურთის და ხელბურთის დარბაზები. მოეწყობა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა.

ამასთან, გამოცხადებულია მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობისთვის ტენდერი - პროექტის მიხედვით, ქობულეთში ეკო მიგრანტებისთვის 2 კორპუსი აშენდება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს შეემატება კიდევ ერთი ახალი სანაპირო ინფრასტრუქტურაც. ფიჭვნარში, ახალი ზღვისპირა პარკის მოწყობისთვის ტენდერი ასევე გამოცხადებულია.

დღის ამბები