25 ოქტომბერი 2024,   20:15
ვრცლად
მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მომავალი საფრთხეშია და თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს - მაია სანდუმ სამთავრობო უწყებებს მიმართა

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მომავალი საფრთხეშია და თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს. მაია სანდუმ სამთავრობო უწყებებს მიმართა.

"მოვუწოდებ სამთავრობო ორგანოებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის პატიოსნება. გამოაქვეყნონ გაყალბების მტკიცებულებები და დაისაჯონ ხმების მოსყიდვაზე პასუხისმგებელი პირები. თუ სასამართლო სისტემა ახლაც არ გაიღვიძებს, მოლდოვას მომავალი, ათწლეულების განმავლობაში საფრთხის ქვეშ დადგება," - აღნიშნა სანდუმ.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამ ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მოქმედი პრეზიდენტი - მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი - ალექსანდრე სტოიანოგლო, რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრო-რუსული პარტია უჭერს.

დღის ამბები