27 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: "ის სისტემა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში დაინერგა, სრულად გამორიცხავს მანიპულაციას - რასაც ლაპარაკობენ, იმედდაკარგული კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი მყისიერი ხმის დათვლის შესაძლებლობას იძლევა, რაც ყოველგვარ მანიპულაციას და ადამიანურ შეცდომას გამორიცხავს.

მისი განმარტებით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წევრებისა და ენჯეოების განცხადებები, იმედდაკარგული კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია.

"იყო საუბრები, თუმცა კონკრეტიკის გარეშე შეუძლებელია ვინმემ ისაუბროს რაიმე კონკრეტიკაზე. ის სისტემა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში დაინერგა, სრულად გამორიცხავს მანიპულაციას. იცით, რომ რეგისტრაცია, ხმის მიცემა ხორციელდებოდა ელექტრონულად და ერთ წამში, ღილაკზე თითის დაჭერით ითვლებოდა შედეგები. შესაბამისად, გამორიცხული იყო ყოველგვარი მანიპულაცია და ადამიანური შეცდომებიც კი. ასეთ პირობებში, რასაც ლაპარაკობენ კონკრეტული პარტიები და მათი წევრი ენჯეოები, არის იმედდაკარგული კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებები“, - აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები