27 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
"ვერავინ ვერავითარ ფაქტს ვერ მოიტანს არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ვერავინ, ვერავითარ ფაქტს ვერ მოიტანს.

კობახიძეს ჰკითხეს, რას ფიქრობს იმაზე, რომ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა საქართველოში არჩევნების შედეგებს და ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას, ან რა მოლოდინი აქვს ეუთო/ოდირის და საერთაშორისო მისიების დასკვნებთან დაკავშირებით.

"არ არის საინტერესო [ეს განცხადება] ჩვენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გვითხრან რა პრეტენზიები აქვთ. ზოგადი განცხადებები საერთოდ არ არის საინტერესო. ესტონეთის საგარეო კომიტეტი თავმჯდომარემ რაღაც თქვა, მაგით ნუ დაიმშვიდებთ თავს. რაც შეეხება დასკვნებს, წინ არ გავუსწრებ მოვლენებს. ყველას ერთად შეგვიძლია დაველოდოთ, 15:00 საათზეა თუ არ ვცდები პრესკონფერენცია და ვნახავთ რა განცხადებები გაკეთდება. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მათ ნაცვლად. ვერავინ ვერავითარ ფაქტს ვერ მოიტანს არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. გუშინ თქვენი კოლეგები სვამდნენ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ვაღიარებდით ცესკო-ს შედეგებს და რამდენად გადავაბარებდით ხელისუფლებას, დღეს რატომ არ უსვამთ იგივე კითხვას ოპოზიციას?! ჩვენ ხომ ვაღიარებდით არჩევნების შედეგებს, მათთან რატომ არ გაქვთ იგივე პრეტენზია?!“ - აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები