27 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
“პრეზიდენტს შეუძლია უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მაგრამ ის ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას“ – ირაკლი კობახიძე

"აქ მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია აქვს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შეუძლია აქაც უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მაგრამ ის ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას“- ამის შესახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა - რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტმა პირველი საპარლამენტო სხდომა არ მოიწვია.

კობახიძის თქმით, პირველი სხდომის გამართვისთვის, 10 დღიანი ვადაა განსაზღვრული, შესაბამისად თუ პრეზიდენტმა სხდომა არ მოიწვია, მეათე დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი.

“ძალიან მარტივად, სამართლებრივად, 10 დღიანი ვადაა განსაზღვრული პირველი სხდომის გამართვისთვის, მეათე დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი და გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. შესაბამისად, აქ საბოტაჟის არავითარი რესურსი პრეზიდენტს არ აქვს, რომც დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით.

აქ მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია აქვს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შეუძლია აქაც უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მაგრამ ის ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები